მასტოპათია

მასტოპათია
ძუძუს დისჰორმონული ჰიპერპლაზიური პროცესი, რომელიც საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირდება როგორც ფიბროზულ-კისტოზური დაავადება. მას ახასიათებს ძუძუს ქსოვილის პროლიფერაციული და რეგრესიული პროცესების ფართო სპექტრი. არსებობს მასტოპათიის პროლიფერაციული და არაპროლიფერაციული ფორმები. მართალია, მასტოპათია არ ითვლება ობლიგატურ ძუძუს კიბოსწინა დაავადებად, მაგრამ ამ პათოლოგიის მატარებელ ქალებს 3-5-ჯერ, პროლიფერაციული ფორმების დროს კი 25-30-ჯერ ეზრდებათ კიბოს განვითარების რისკი. ატიპიური პროლიფერაციული პროცესი კიდევ უფრო ზრდის რისკს, ამიტომ მასტოპათიების პროლიფერაციული ფორმა (ეპითელის ჰიპერპლაზიითა და დისპლაზიით), ითვლება ძუძუს კიბოსწინა დაავადებად. კლინიკური თვალსაზრისით, მასტოპათია შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: დიფუზური და კვანძოვანი. ასეთი დაყოფა ხელსაყრელია მკურნალობის ტაქტიკის ასარჩევად.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Смотреть что такое "მასტოპათია" в других словарях:

  • დიფუზური მასტოპათია — ნეირო ენდოკრინული რეგულაციის დარღვევა თავდაპირველად იწვევს დიფუზურ ცვლილებებს ძუძუში, რომლის კლინიკური გამოვლინებაა სხვადასხვა ხასიათის და ინტენსივობის ტკივილი (ძუძუში), მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. მენსტრუაციის შემდეგ ტკივილი… …   Georgian encyclopedia

  • კვანძოვანი მასტოპათია — ეს ფორმა გვხვდება 30 დან 50 წლამდე ასაკის ქალებში. პალპაციისას გამკვრივებული უბნები უფრო მკვეთრი ხდება. შეიგრძნობა ტიხრები, წილაკოვნობა, მარცვლოვნება. პალპაცია შესაძლებელია ავადმყოფის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,… …   Georgian encyclopedia

  • ცისტური მასტოპათია — რამდენიმე ფორმას გამოყოფენ: ა) გალაქტორეა ჰიპერპროლაქტინემიის შედეგად ორსულობის არ არსებობისას აღინიშნება ლაქტაციის პროცესი; ბ) წვრილი ცისტური დაავადება ორმხრივი დაავადებაა, მისთვის დამახასიათებელი კლინიკურ მორფოლოგიური ცვლილებები დაკავშირებულია… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»